28 აპრილი 2024,   05:33
ვრცლად
ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სამთავრობო გეგმა - დეპუტატები სურსათის უვნებლობის სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდებიან 

რა სამოქმედო გეგმა აქვს მთავრობას ფაროსანასთან ბრძოლის წინააღმდეგ - ამის შესახებ დღეს დეპუტატები სურსათის უვნებლობის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელებენ.

კანონმდებლებს იმედი აქვთ, რომ 2018 წელი მავნებელთან ბრძოლის კუთხით შედარებით ეფექტური იქნება, რადგან მთავრობა წელს ამ პრობლემას მომზადებული ხვდება.

„მოვინახულებთ დასავლეთ საქართველოს რეგიონალურ შტაბს, რომელიც დაკავებულია ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებების ორგანიზებით. ვინაიდან შარშანდელი წელი კონკრეტული წელი იყო როდესაც ბრძოლა მოუწია ფაროსანას წინააღმდეგ შესაბამის სამინისტროს. წელს რა თქმა უნდა უფრო დიდი გამოცდილებით ხვდება სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო და შესაბამისად ვფიქრობ, რომ წელს გაცილებით უკეთესი მდგომარეობა უნდა იყოს,“-განაცხადა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ.

თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუშაობით უკმაყოფილოა ოპოზიცია. შენიშვნების შესახებ დღეს დეპუტატები კიდევ ერთხელ ისაუბრებენ. საკითხის შესახებ მსჯელობა მარტვილში გაიმართება, სადაც აგრარული კომიტეტის გასვლითი სხდომა ჩატარდება.

„წერტილოვანი დარტყმები რა თქმა უნდა არაფერს არ უშველის. მით უმეტეს ეს კომიტეტობა და ბიუროკრატიული კომისიები საერთოდ უადგილოა. არის საშუალება, გაქვთ სახსრები, რომელიც არის ხალხის საკუთრება, შესაბამისად მოახმარეთ იმას, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას,“-აცხადებს ენმ-ს წევრი მურთაზ ზოდელავა.

დღის ამბები