20 აპრილი 2024,   10:06
ვრცლად
„თუ წაგვიყენებენ წინაპირობებს, ჩემთვის ესენი იქნებიან კოლექტიური ზარდიაშვილები“ - ჭიჭინაზე "ქართული ოცნების" გადამწყვეტ სხდომაზე საუბრობს

გადამწყვეტი სხდომა უმრავლესობაში, რომელსაც უკვე 2 კვირაა მმართველი გუნდის ყველა წევრი და მედია ელოდება, ხვალ საღამოს 07:00 საათზე დაიწყება. უმრავლესობის წევრებმა, ურთიერთობა და მწვავე დაპირისპირების მიზეზები, ქუთაისში დაგეგმილ შეკრებაზე უნდა გაარკვიონ. ხვალინდელი სხდომის შემდეგ გადაწყდება ვინ გაიმარჯვებს მმართველ გუნდში.

დავით ჭიჭინაძე, რომელიც უმრავლესობის დატოვების შესახებ გედევან ფოფხაძის განცხადების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარეს ღიად დაუპირისპირდა ამბობს, რომ შეთანხმება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ გარკვეული პირობებით არ წარდგება „ქართული ოცნების“ ერთი ნაწილი და რაღაც სანქციებზე არ ისაუბრებს.

„პარლამენტს არ ჰყავს ხელმძღვანელობა, ისინი  ჩვენს მიერ დელეგირებული უფლებებით სარგებლობენ და ამიტომ ვერანაირად ვერ იქნებიან ჩვენი უფროსები. მეორე, მათ თქვეს რომ ვიღაცეებმა დაარღვიეს დისციპლინა და იქნება სანქციები. ეს ჩვენ არ გაგვიცხადებია, განაცხადეს მათ. ამიტომ ამ კონტექსტიდან გამომდინარე, რომ ისინი თვლიან, რომ ვიღაცა არღვევს წესრიგს და ვიღაცის მიმართ იქნება რაღაც სანქციები გათვალისწინებული, თუ ეს პირობა იქნება მე პირდაპირ გაძლევთ პირობას რომ ჩვენი მოლაპარაკება ვერ შედგება. ამ ადამიანების თავზე გასულობამ გამაკეთებინა ეს განცხადება და  აწი ამ განცხადებას აღარ გადავალ. ჩემთვის ესენი იქნებიან კოლექტიური ზარდიაშვილები,“-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ხვალინდელ შეხვედრას ელოდება ნუკრი ქანთარიაც. მისი თქმით სწორედ ამ შეხვედრაზე გაირკვევა ვინ ვისი ერთგულია.

„ხვალ გამოჩნდება ვინ არს ერთგული, ვის უფრო უყვარს ძმანო მამული. ეს იქნება ალბათ ძირითადი იდეა ამ შეხვედრის,“-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

გედევან ფოფხაძე კი ამბობს, რომ შეთანხმება მხოლოდ მას შემდეგ შედგება, თუ დეპუტატების იმ ნაწილს, რომელიც დაპირისპირებული ჯგუფების ერთ მხარეს წარმოადგენენ, მიეცემათ საშუალება პოლიტიკურ პროცესში სრულფასოვანი მონაწილეობის.

„გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ყველას მონაწილეობით. ეს არის სწორი ფორმა. იმედია რომ იქიდან არ იქნება ისეთი პირობები, რომელიც აქცენტს გააკეთებს რაღაც დისციპლინაზე დეპუტატების  მხრიდან, რომ მე მაინც მგონია, რომ ერთადერთი დისციპლინა, რასაც უნდა დაემორჩილოს დეპუტატი, ეს არის ქვეყნის და ხალხის ინტერესები,“-განაცხადა გედევან ფოფხაძემ და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს პოლიტიკური კაპიტალი ძალიან დიდი და ერთადერთი რის გამოც შეიძლება წავიდეს დათმობაზე, სწორედ ივანიშვილის ფაქტორია.

 

დღის ამბები