„სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ძალიან მკაფიოდ და ზუსტად წერია ის პრობლემები, რომელიც ქვეყანაში სიტყვის და მედია თავისუფლებას ეხება,“ - ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზალიკო უდუმაშვილმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშთან დაკავშირებით გააკეთა.
ზალიკო უდუმაშვილის განცხადებით, ანგარიშში მოყვანილია ყველა ის ფაქტი, თუ რა აშფოთებს შეერთებულ შტატებს საქართველოსთან მიმართებაში.
„სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ძალიან მკაფიოდ და ზუსტად წერია ის პრობლემები, რომელიც ქვეყანაში სიტყვის და მედია თავისუფლებას ეხება. აქ არის მოყვანილი კონკრეტული მაგალითები, თუ რა აშფოთებს შეერთებულ შტატებს საქართველოსთან მიმართებაში და იმის მაგივრად, რომ საქართველოს მთავრობამ დასკვნები გამოიტანოს აქედან, აკრიტიკებს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი და მეგობრები არიან. ჩვენ ვნახეთ, freedom hause-თან დაკავშირებით რა რეაქცია ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა, ფაქტი ფაქტად რჩება, სიტყვის თავისუფლება და ზოგადად მედიათავისუფლება ძალიან ცუდად არის შეფასებული საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში,“ - განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.