საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ში, ნიუ ორლეანში მომხდარ თავდასხმას ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. უწყება ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
"შოკირებული და დამწუხრებული ვართ ნიუ ორლეანში მომხდარი თავდასხმის გამო. მკაცრად ვგმობთ ძალადობის ყველა აქტს და სოლიდარობას ვუცხადებთ მსხვერპლის ოჯახებს და შეერთებული შტატების მოსახლეობას ამ რთულ დროს", - წერია საქართველოს საგარეო უწყების სამძიმრის განცხადებაში.
შეგახსენებთ, ნიუ ორლეანში სატვირთო მანქანა ხალხში შევარდა, დაიღუპა სულ მცირე ათი ადამიანი, 30 კი დაშავდა.