05 იანვარი 2025,   02:39
ვრცლად
საფრანგეთში ახალი წლის ღამეს 1000-მდე ავტომობილი დაწვეს - დააკავეს 420 ადამიანი

საფრანგეთში ახალი წლის ღამეს 1000-მდე ავტომობილი დაწვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ინციდენტებთან დაკავშირებით ქვეყანაში 420 ადამიანი დააკავეს, 310 პირი კი ციხეშია გადაყვანილი.

"ინციდენტების უმეტესი ნაწილი დაკავშირებული იყო პიროტექნიკის არასათანადო გამოყენებასთან, მათ შორის პოლიციელებისა და მეხანძრეების წინააღმდეგ გაშვებული ფეიერვერკით," – განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბრუნო რეტაიომ.

მედიის ცნობით, გასულ წელს საფრანგეთში უცნობმა პირებმა ახალი წლის ღამეს 690 მანქანა დაწვეს.

დღის ამბები