23 აპრილი 2024,   20:35
ვრცლად
ამერიკელი მსახიობი ელისონ მეკი ტრეფიკინგის და სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

ამერიკელი მსახიობი ელისონ მეკი ტრეფიკინგის და სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

მსახიობი, რომელსაც მაყურებელი ცნობილი სერიალიდან "სმოლვილის საიდუმლოებებით" იცნობს, ე.წ. ნექსიამის სექტის საქმეზე აიყვანეს.

გამოძიების ინფორმაციით, მას კავშირი აქვს კიტ რანიერის მიერ დაარსებული სექტასთან, რომელიც ქალების ტრეფიკინგითაა დაკავებული და მსხვერპლს სექსუალურ მონობას აიძულებს.

პროკურატურის განცხადებით, ელისონ მეკი ქალებს სექტაში იბირებდა და სექსუალურ მონებად აქცევდა.

მსახიობი წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს. ის სასამართლოს წინაშე ორშაბათს წარსდგება.

დღის ამბები