პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა სათვალთვალო კამერების კანონდარღვევით დამონტაჟების ფაქტები გამოავლინა.
სანქციები 25 სავაჭრო ობიექტს დაეკისრა, სადაც კამერები გასახდელებსა და საპირფარეშოებში იყო დამონტაჟებული.
კანონდამრღვევი ობიექტების ნაწილს საჯარიმო სანქციები დაეკისრა, ნაწილს კი კამერების მოხსნა და ჩანაწერების განადგურება დაევალა.
განცხადება პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენელმაც გააკეთა.
„გავიხსენებდი ფრესკოს შემთხვევას, როდესაც რამდენიმე ფილიალში მხოლოდ გოგოების გასახდელში იყო განლაგებული ვიდეოგადაღების საშუალებები, რაც კანონის დარღვევაა. ზოგადად, სამწუხაროა, რომ ეს ფართოდ აპრობირებული გახდა,“ - განაცხადა რაისა ლიპარტელიანმა.