ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებულებს დღეს საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.
დიმიტრი ჭრელაშვილი, გივი ბეგიაშვილი და კახა ბეჟიტაშვილი, რომლებიც სამართალდამცველებმა 2 დღის წინ დააკავეს, წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ.
მოსამართლემ წარსულში ნასამართლევი ბრალდებულებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების დროს ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა და მოწმეებზე ზეწოლის ან მიმალვის საფრთხის გამო, სამივე პატიმრობაში დატოვა.
ერთ-ერთი დაკავებული, დიმიტრი ჭრელაშვილი, მისი აყვანის დროს მომხდარ კანონდარღვევებზე საუბრობს და ობიექტური გამოძიების მოთხოვნით შიმშილობას აცხადებს.