23 აპრილი 2024,   16:45
ვრცლად
საპროტესტო გამოსვლები ერევანში - დღის განმავლობაში სამართალდამცველებმა 102 აქტივისტი დააკავეს

ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლები ერევანში ისევ აქტივისტების დაკავებების ფონზე მიმდინარეობს. პოლიციის განცხადებით, დღის განმავლობაში სამართალდამცველებმა 102 აქტივისტი დააკავეს, რომლებიც არასანქცირებული მიტინგების მოწყობას გეგმავდნენ.

სერჟ სარქისიანის მოწინააღმდეგეები ცენტრალური მოედნისა და მიმდებარე ქუჩების გადაკეტვას მთელი დღის განმავლობაში ცდილობენ, თუმცა, ამის საშუალებას მათ პოლიცია არ აძლევს.

დაკავებების მიუხედავად, დაუმორჩილებლობის მარშის მომხრეები ქალაქის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობებს მართავენ. ისინი მოსახლეობას ხავერდოვანი რევოლუციისკენ მოუწოდებენ.

ოპოზიციის პროტესტს სერჟ სარქისიანი გამოეხმაურა. სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი და მოქმედი პრემიერმინისტრი ოპოზიციის ლიდერებს დიალოგისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები