22 დეკემბერი 2024,   06:17
ვრცლად
სარგსიანის გადადგომა - საერთაშორისო საზოგადოება სომხეთში მოვლენების მშვიდობიანი გზით განვითარებას მიესალმება 

გაეროს გენერალური მდივანი სომხეთში მოვლენების მშვიდობიანი გზით განვითარებას მიესალმება და მხარეებს  დიალოგისკენ, ასევე კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ მოუწოდებს.

სარქისიანი გადაწყვეტილებას თანამდებობის დატოვების შესახებ მიესალმებიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასაბლეაშიც. სომხეთის მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლების განმარტებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიზანი ქვეყანაში დაძაბულობის განმუხტვა იყო.

თანამომხსენებლებმა იმედი გამოთქვეს, რომ განვითარებული მოვლენები დაპირისპირებული პოლიტიკური ძალებისთვის კონსტრუქციული დიალოგის საფუძველი გახდება. მოვლენებს აკვირდება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაც. ორგანიზაცია მზადაა სომხეთს დემოკრატიის გზაზე დახმარება გაუწიოს.

დღის ამბები