22 დეკემბერი 2024,   05:48
ვრცლად
სერჟ სარგსიანის გადადგომა - ქართველი ექსპერტები სომხეთის საგარეო პოლიტიკის რადიკალურ ცვლილებას არ ელოდებიან

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, სერჟ სარგსიანის თანამდებობიდან გადადგომისა და ოპოზიციის გამარჯვების მიუხედავად, ქართველი პოლიტოლოგები სომხეთის საგარეო პოლიტიკის რადიკალურ ცვლილებას არ ელოდებიან.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ შესაძლოა უკვე ყოფილმა პრემიერმა სარგსიანმა სომხეთში არაფორმალური მმართველობა მაინც შეინარჩუნოს, რაც ქვეყანაზე რუსული გავლენების შენარჩუნებას ნიშნავს.

„შესაბამისად ვინც არ უნდა მოვიდეს სომხეთში მოსკოვიდან იქნება ორიენტირებული, მოსკოვიდან მიიღებს დავალებებს და დიდად საქართველო - სომხეთს შორის ურთიერთობა არ შეიცვლება,“-განაცხადა საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა ნოდარ ხარშილაძემ.

სომხეთში ლიბერალური, პროდასავლური ძალების გამარჯვების შემდეგ ქვეყანაში დასავლეთის გავლენის გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობს ექსპერტი  თორნიკე შარაშენიძე. ანალიტიკოსი  ამბობს, რომ სომხეთში დასავლური ძალების გაძლიერება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. თუმცა ექსპერტი ამბობს, რომ რთულია იმის განსაზღვრა, შეიცვლის თუ არა სომხეთი საგარეო პოლიტიკას.

ამავე თემაზე
დღის ამბები