22 დეკემბერი 2024,   05:46
ვრცლად
რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები - ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია დღეს განახლდება 

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების შესახებ მსჯელობით განახლდება. მონაწილეებს სიტყვით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი მიმართავენ.

საუბრის თემა, საქართველოში განხორციელებული რეფორმები იქნება.  

გარდა ამისა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და მთავრობის სამშვიდობო გეგმის შესახებ განცხადებები დღეს კიდევ ერთხელ გაკეთდება.  მონაწილეები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებსაც განიხილავენ.

„საუბარი გვექნება იმ ძალიან დიდ გამოწვევაზე, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება უსაფრთხოების ჭრილში,“-აცხადებს სოფიო ქაცარავა.

არაფორმალური მმართველობის, ასევე, მედიასა და დემოკრატიასთან დაკავშირებულ საკითხებსაც დააყენებს სესიაზე „ევროპული საქართველო“ .

„ეს არის არაფორმალური მმართველობა, ოლიგარქის მმართველობა, ეს არის მედიის შეზღუდვა, რომელიც უკვე ნათლად არის დაფიქსირებული ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მოხსენებაში და ეს არის პოლიტიკური დევნა,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დღის ამბები