22 დეკემბერი 2024,   05:32
ვრცლად
ჩვენ რუსეთთან კომპრომისულ ნაბიჯებს არ ვდგამთ ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე - ზურაბ აბაშიძე 

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება ოფიციალურ მოსკოვთან დათმობაზე არ წასულა და არც რაიმე გარანტია მიუცია.

ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის განცხადებას, პროვოკაციად აფასებს და არ გამორიცხავს, რომ ამ თემაზე მსჯელობა აბაშიძე-კარასინის მორიგ რაუნდზე გაიმართოს.

„სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთის მხარე რამენაირად აირიდებს თავიდან პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ რუსეთთან არანაირ კომპრომისულ ნაბიჯებს არ ვდგამთ ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე. ჩვენი ფორმატი ითვალისწინებს უფრო პრაქტიკული საკითხების განხილვას, მაგრამ ჩვენ იქ არ გავურბივართ, ჩვენი მხრიდან რთული საკითხების წამოჭრას, ჩვენი პოზიციის დაფიქსირებას,“-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მოსკოვში კი ქართველი სამხედროს მკვლელობის ფაქტს სპეკულაციებისთვის გამოყენებული სამწუხარო ინციდენტი უწოდეს. არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ასეთი შეფასების შემდეგ მარია ზახაროვამ კმაყოფილებით გაიხსენა საქართველოს პრემიერ მინისტრის წერილი, რომელსაც მოსკოვი უკვე იყენებს საკუთარი ინტერესების გასამყარებლად.

დღის ამბები