ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავთ სარალიძის მამა აქციებისთვის ემზადება და ყველას, ვისთვისაც შერჩევითი სამართალი მიუღებელია დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მისვლისკენ მოუწოდებს.
ზაზა სარალიძე არასწორი მიმართულებით მიმდინარე გამოძიებაზე ამახვილებს ყურადღებას და ეჭვობს, რომ პროკურატურა რეალურ დამნაშავეებს ხელს აფარებს.
„ისევ და ისევ საზოგადოება ფეხზე დადგება, რომ როგორმე სამართალი აღევლინოს. წინააღმდეგი ვარ გამოძიების, რომელიც არაკომპეტენტურად იყო ჩატარებული, ძალიან საჩქაროდ იყო და არ გამოიკვეთა ის დეტალები, რაც უნდა გამოკვეთილიყო,“-აცხადებს ზაზა სარალიძე.
აქციის პარალელურად პირველი ინსტანციის სასამართლოში დღეს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება.