22 დეკემბერი 2024,   05:03
ვრცლად
„სამწუხაროა, რომ „რუსთავი 2-მა“ იცის გია ლომია სად იმყოფება და მე არ ვიცი" - ემზარ კვიციანი

„სამწუხაროა, რომ „რუსთავი 2-მა“ იცის გია ლომია სად იმყოფება და მე არ ვიცი. აზრზე არ ვარ, ჯერჯერობით არავის არაფერი უთქვამს,“- ეს განცხადება, ფრაქცია „პატრიოტების“ წევრმა, ემზარ კვიციანმა ფრაქციის თავმჯდომარის, გიორგი ლომიას მოსკოვში ყოფნის შესახებ გააკეთა.

დეპუტატის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია სამაუწყებლო კომპანიისგან შეიტყო.

ემზარ კვიციანმა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობაზეც ილაპარაკა.

„ხელისუფლება არ უნდა იყოს გაჩერებული. მუდმივად უნდა დგამდეს ნაბიჯებს ტერიტორიების დასაბრუნებლად, არა მარტო ტერიტორიების, არამედ თვითონ ხალხის, ჩვენი ძმები ვინც დავკარგეთ, იმათ დასაბრუნებლად, აფხაზებისა და ოსების. როდესაც გაჩუმებულია, გაჩერებულია და თითქოს, გველის ნაკბენივით ვერაფერს ახერხებს ხელისუფლება, მაშინ ამისთვის არსებობს ოპოზიცია და დანარჩენი პოლიტიკოსებიც, რომ რაღაც ნაბიჯი გადაიდგას, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ ცუდი ის არის, რომ როდესაც ქართველებსა და რუსებს შორის, აფხაზებს შორის, ოსებს შორის წინ გადაიდგა ნაბიჯი, ხელად გვახსოვს ტატუნაშვილი. ხანდახან ჟურნალისტები 15-20-ჯერ გვირეკავენ, მე არ ვიღებ ტელეფონს, არ მინდა, მაგრამ 21-ეჯერ ხომ ვიღებ ტელეფონს, ანუ შანსი არის, ანუ ერთხელ წავალ, მეორედ, მესამედ, მეათედ და შანსებიც გამოჩნდება,“- განაცხადა ემზარ კვიციანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები