22 დეკემბერი 2024,   06:13
ვრცლად
რეგრესიული ძალების ინტერესები - არასამთავრობოები რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტზე

კანონპროექტს, რომლის მიხედვით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა შესაძლოა, დასჯადი გახდეს, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.

მათი აზრით, შეუძლებელია, ზღვარი გაივლოს გამოხატვის თავისუფლებასა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას შორის.

არასამთავრობოების თქმით, სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, უკვე ისედაც დასჯადია შენობა-ნაგებობების წაბილწვა, დაზიანება, შესაბამისად, სამოქალაქო სეექტორისთვის გაუგებარია, რა საჭიროა ახალი რეგულაციების შემოღება. 

„მსგავსი ტიპის ბუნდოვანი მცდელობები, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ან რაიმე სანქცია დაწესდეს, არის მხოლოდ და მხოლოდ რეგრესიული ძალების ინტერესებში. ეს ჯდება რუსული პროპაგანდის მესიჯებში. სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტში, მათ შორის მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, ხშირად ხდება ასეთი პრორუსული განწყობების ასახვა, მით უმეტეს, სამწუხაროა, რომ ასეთ პოზიციაზე ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრები შეიძლება იყვნენ,“ - განაცხადა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ.

ფრაქცია საქართველოს პატრიოტების წევრის, ემზარ კვიციანის, საკანომდებლო ინიციატივაზე მუშაობა პარლამენტმა უკვე დაიწყო და წარმოდგენილ დოკუმენტს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები