21 დეკემბერი 2024,   20:22
ვრცლად
"ამ შეხვედრას ოცნება გამოიყენებს პრეზიდენტზე თავდასასხმელად"-ოპოზიცია პრეზიდენტის მოხსენებისთვის ემზადება

საპარლამენტო ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში  პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლისთვის ემზადება.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მმართველი გუნდი ამ შეხვედრას გამოიყენებს პრეზიდენტზე თავდასხმისთვის. ამასთან ამ ეტაპზე უცნობია დაესწრება თუ არა პრეზიდენტის მოხსენებას პრემიერი და მინისტრთა კაბინეტის წევრები. პარტიაში ამბობენ, რომ პრემიერს კანონი ავალდებულებს საკანონმდებლო ორგანოში ეს მოხსენება მოისმინოს.

„თუ მთავრობა პატივს სცემს ამომრჩეველს, თუ იგი იცავს კანონებს და კონსტიტუციას ის აუცილებლად უნდა გამოცხადდეს და მოუსმინოს პრეზიდენტის ბოლო მოხსენებას. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ასე არ მოხდება. ეს შეხვედრა იქნება გამოყენებული პრეზიდენტზე თავდასასხმელად და იქნება წარმოჩენილი თუ როგორი უვარგისია საპრეზიდენტო ინსტიტუტი და ის რომ კონსტიტუციაში საპრეზიდენტო არჩევნები გაუქმდა და რომელიღაც ხმოსნები აირჩევენ რამდენიმე წლის შემდეგ რომ ეს არის სწორი,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

მთავრობა, რომ პრეზიდენტის მოხსენებას უნდა დაესწროს ამაზე საუბრობს „ევროპული საქართველოც.“ ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ მსჯელობა უნდა იყოს იმ მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაზე რომლის წინაშეც საზოგადოება დგას.

„მთავრობამ უნდა მოისმინოს ის, თუ რა პრობლემების წინ  დგანან მოქალაქეები, პრეზიდენტმა უნდა გაახმოვანოს თითოეული ადამიანის პრობლემა. ბუნებრივია ჩვენ დავსვამთ შეკითხვებს და ჩვენი კითხვები იქნება სწორედ ამაზე. რატომ იმატებს კრიმინალი, რატომ არის ეკონომიკური კრიზისი. რატომ არის ასეთი გაჭირვება,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა პარლამენტში 2 მაისს იგეგმება. გიორგი მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტის რანგში ბოლოჯერ მიმართავს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები