21 დეკემბერი 2024,   19:00
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარე დაზვერვის სამსახურს ესტუმრა

პარლამენტის თავმჯდომარე დაზვერვის სამსახურს ესტუმრა, სადაც სამსახურის ხელმძღვანელს და უწყების თანამშრომლებს შეხვდა.

შეხვედრაზე უწყებაში მიმდინარე რეფორმებზე, რეგიონში შექმნილ ვითარებასა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

ირაკლი კობახიძემ პარლამენტის მხრიდან სამსახურის მიმართ მხარდაჭერა დაადასტურა და უწყების საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„რაც არის საჭირო პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერის კუთხით, ყველაფერი გაკეთდება, მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებები, თუ რამ იქნება საჭირო, ჩვენ მზად ვართ, რომ მაქსიმალურად სწრაფ ტემპებში განვიხილოთ შესაბამისი ინიციატივები მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე და ნამდვილად ფასდაუდებელია ამ სამსახურის როლი ჩვენი სახელმწიფო სისტემის ფუნქციონირებისთვის,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დღის ამბები