21 დეკემბერი 2024,   18:59
ვრცლად
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მომუშავე ბრიტანელი ექსპერტები ზაზსა სარალიძეს შეხვდებიან

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მომუშავე ბრიტანელი ექსპერტები თბილისს ხვალ ტოვებენ. ისინი საქართველოში მხოლოდ მას შემდეგ დაბრუნდებიან, რაც პროკურატურა სპეციალისტებს იმ დანებს გადასცემს, რომლებიც საქმეში ფიგურირებს.

მანამდე კი უცხოელი სპეციალისტები ერთ-ეთი მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამას შეხვდებიან.

ზაზა სარალიძის განცხადებით, მას აინტერესებს გარდა იმ ერთი ჭრილობისა, რომელიც ჩატარებული ექსპერტიზით მომაკვდინებლად შეფასდა, კიდევ იყო თუ არა მსგავსი ჭრილობა.

„ჩემი ძირითადი კითხვები ამ ექსპერტთან დაკავშირებით იქნება მაინც ის, რომ რამდენი იარაღი იყო საბოლოო ჯამში გამოყენებული ჩემი შვილის მიმართ 12-ვე ჭრილობაზე და პლუს ამას, ძალიან მაინტერესებს, რომ არ ყოფილიყო მომაკვდინებელი ჭრილობა, რომელიც ექსპერტმა დადო, სხვა ჭრილობა იქნებოდა თუ არა მომაკვდინებელი,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის თქმით, პირველი ინსტანციაში შესაძლოა ექსპერტიზის პასუხები ვერ წარმოადგინონ, რადგან პროკურატურამ ექსპერტიზა გვიან დანიშნა.

„ბრალდებას, რომ მსგავსი ექსპერტიზები დაენიშნა მომხდარი ფაქტისთანავე, დღეს უკვე სავარაუდოდ, ჩვენ უკვე დასრულებული გვექნებოდა ამ ექსპერტიზასთან დაკავშირებით მუშობა და ექსპერტები ძალიან მალე დაიკითხებოდნენ სასამართლოში,“ - განაცხადა კაკაბაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები