21 დეკემბერი 2024,   19:08
ვრცლად
შსს-მ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის საკითხებზე გამომძიებელთა სპეციალიზაცია პროცესი დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის საკითხებზე გამომძიებელთა სპეციალიზაცია პროცესი დაიწყო.

პროცესი გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან და ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ქსელთან თანამშრომლობით მიმდინარეობს.

ხუთდღიანი სასწავლო პროგრამა მოიცავს სამართლებრივ და ფსიქოლოგიურ საკითხებს. პირველ ეტაპზე, მოხდება იმ ტერიტორიული ერთეულების გამომძიებელთა სპეციალიზაცია, სადაც ყველაზე მაღალია ოჯახური დანაშაულის მაჩვენებელი.

დღის ამბები