21 დეკემბერი 2024,   19:01
ვრცლად
ექსპერტების ვარაუდით, „ქართულ ოცნებაში“ დიდი გადალაგება იწყება, ისინი ცვლილებებს ხელისუფლებაშიც პროგნოზირებენ

ანალიტიკოსების ვარაუდით, „ქართულ ოცნებაში“ დიდი გადალაგება იწყება. ექსპერტების აზრით, შიდა პარტიული გადანაწილებების გარდა, ცვლილებები ხელისუფლებაშიც განხორციელდება.

ისინი ასევე თანხმდებიან, რომ პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლა მმართველი პარტიის გარდა, მის პოლიტიკურ ოპონენტებსაც მოუწევთ. ოპოზიციის გეგმების განხორციელების შანსს ექსპერტები გაერთიანებაში ხედავენ.

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი, გია ხუხაშვილი ამბობს, რომ პარტიულ თანამდებობაზე ექსპრემიერის დაბრუნებით გეგმები „ქართული ოცნების“ ახალ სახეებს ჩაეფუშათ.

"საქართველოს ატლანტიკური საბჭოს” ვიცეპრეზიდენტის, ბათუ ქუთელიას განცხადებით, მმართველ გუნდში ძალაუფლების გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს, რამაც „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ჩიხამდე მიიყვანა. ყოფილი ელჩის აზრით, პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნებით ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, ფორმალური თანამდებობიდან პირადი ინტერესები დაიცვას.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები