მუსიკისა და დრამის თეატრი ახალი პრემიერისთვის მზად არის. ფარისევლობის სიმბოლოდ ქცეულ მოლიერის ტარტიუფს მაყურებელს დავით დოიაშვილი პირვანდელი სახით შესთავაზებს.
რეჟისორისთვის, რომელიც მე-17 საუკუნის სამყაროს დღევანდელობაშიც ხედავს, ეს კომედიაც არის, ტრაგედიაც და დრამაც.
მაყურებელი მას 28 აპრილიდან იხილავს.