20 ნოემბერი 2024,   11:21
ვრცლად
კვირიკაშვილი 75 პროცენტით რუსი ადამიანია - ბელარუსის პრეზიდენტი

ბელარუსის პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილი რუს ადამიანს შეადარა. რუსეთის მიმართ საქართველოს პრემიერის დამოკიდებულების დეტალებზე ალექსანდრე ლუკაშენკომ საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიური მიმართვის დროს ისაუბრა.

ბელარუსის ლიდერის თქმით, მეზობელი ქვეყნები ერთმანეთს უნდა უსმენდნენ და ეხმარებოდნენ.

„იგივე საქართველო, პრემიერი, როგორც ჩვენთან კობიაკოვი, მაგრამ ჩვენი პრემიერი 100 პროცენტით რუსია, იქ კი 75 პროცენტი რუსი ადამიანია. მასთან ერთად ვიჯექი მაგიდასთან და ქართულ ღვინოს ვაგემოვნებდი. ადამიანი გაიხსნა და თითქმის აცრემლებულმა დამიწყო ლაპარაკი რუსეთის მიმართ მის დამოკიდებულებაზე. ვინ ესაუბრა მას ასე? ყველაზე მარტივია მოშორება. ისინიც უკვე ამერიკული ჯაველინების, თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო იარაღის დემონსტრირებას ახდენენ. უკრაინაც და ისინიც. ეს გვინდა? ბევრ რამეში, რაც ჩვენს გარშემო ხდება, ჩვენ თვითონ ვართ დამნაშავე. ამიტომაც გვიწევს ურთიერთობის ნორმალიზება იქაც და აქაც,“ - განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

დღის ამბები