26 აპრილი 2024,   06:45
ვრცლად
ვაპირებ, რომ ბრძოლა გავაგრძელო - დავით ქევხიშვილი ძიუდოისტების ულტიმატუმს პასუხობს

„ვაპირებ, რომ ბრძოლა გავაგრძელო,“ - ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

ამის შესახებ კურიერის პირდაპირ ეთერში დავით ქევხიშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა. მან ეროვნული ნაკრების ულტიმატუმს, რომ მან თანამდებობა დატოვოს, უპასუხა.

დავით ქევხიშვილმა ძიუდოისტის, ვარლამ ლიპარტელიანის, განცხადებას, რომ ტურნირზე პირადი ფულით წავიდა, "სიცრუე" უწოდა.

„დღემდე ვერანაირი არგუმენტი ვერ მოვუსმინე, თუ რაში შევუშალე ხელი. ლიპარტელიანი აფრიალებდა დოკუმენტებს, თითქოს, თავისი ფული გადარიცხა, რაც ბუნებრივია, სიცრუეა,“ - აღნიშნა ქევხიშვილმა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 10 მაისს ძიუდოს ფედერაციის ყრილობა ჩატარდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები