07 ნოემბერი 2024,   13:52
ვრცლად
ავლაბრის რეზიდენციას სამხედრო დატვირთვა აქვს და იქ ივანიშვილის ნახატების გამოფენა აბსურდი იქნება - რომან გოცირიძე

მმართველ გუნდში აქტიურად განიხილება საკითხი, დარჩება თუ არა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციაში.

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის რეზიდენციის ათონელზე გადატანას ემხრობა.

რაც შეეხება ოპოზიციას, „ნაციონალურ მოძრაობაში“ თვლიან, რომ გიორგი მარგველაშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა ათონელის ქუჩაზე არ გადავიდა და ავლაბრის რეზიდენციაში განაგრძო მუშაობა.

რომან გოცირიძის თქმით, ავლაბრის რეზიდენცია სამხედრო კომპონენტით არის დატვირთული და იქ სახელმწიფოს პირველი პირის რეზიდენცია უნდა განთავსდეს.

„ის რომ მარგველაშვილი არ გამოვიდა ავლაბრის რეზიდენციიდან იყო სწორი, ვინაიდან ეს იქნებოდა ბოლო წერტილის დასმა და სრული კაპიტულაცია და იმის ჩვენება, რომ უზურპირებულია ხელისუფლების ყველა შტო. ეს ამ ხნის განმავლობაში იყო რაღაც კუნძული, რომელიც არ იყო პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის დაქვემდებარებაში.

რაც შეეხება იმას, თუ რა შეიძლება იყოს მომავალში აქ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი, რომ ეს არის არამხოლოდ სახელმწიფო სიმბოლო, მას აქვს გარკვეული სამხედრო კომპონენტებიც. აქ არის საკმაოდ დიდი მიწისქვეშა კომუნიკაციები, გვირაბი, რომელიც გადის იქ სადაც საჭიროა და  ეს არის სამხედრო ქვეტექსტით დატვირთული შენობა და იქ რაიმე მუზეუმის ან ივანიშვილის ნახატების  ან უმაღლესი სასწავლებლის გადატანა ეს არის აბსურდი, იქ უნდა იყოს ან პრემიერ-მინისტრი ან უნდა იყოს პრეზიდენტი“- აცხადებს რომან გოცირიძე.

დღის ამბები