22 დეკემბერი 2024,   10:22
ვრცლად
"ათონელის რეზიდენცია არის საკმარისი"- მმართველი გუნდი პრეზიდენტის სასახლის გადატანის აუცილებლობაზე საუბრობს

პრეზიდენტის რეზიდენცია არჩევნების დასრულების შემდეგ შესაძლოა ათონელის ქუჩაზე არსებულ შენობაში განთავსდეს. მმართველ პარტიაში არ უარყოფენ, რომ ეს საკითხი აქტიურად განიხილება და განმარტავენ, რომ პრეზიდენტის ოფისი უნდა იყოს მოკრძალებული.

„პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს ისეთი ოფისი, რომელიც მის ფუნქციებთან და მის საკონსტიტუციო როლთან იქნება შესაბამისობაში. ეს არის მეორე ხარისხოვანი თემა ჩვენთვის , მაგრამ მეორე ხარისხოვანი თემაც არის თემა და არჩევნების შემდეგ ამაზე ამომწურავად ჩვენს პოზიციებს გაგაცნობთ,“-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

რა ფუნქციური დატვირთვა ექნება ავლაბრის რეზიდენციას იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტის სასახლე ათონელის ქუჩაზე არსებულ შენობაში განთავსდება, ჯერ საპარლამენტო უმრავლესობაში არ იციან. გია ვოლსკი ამბობს, რომ მთავარია მოხდეს იმ ხარჯების შემცირება, რომელიც ავლაბრის რეზიდენციას სჭირდება.

„ათონელის რეზიდენცია არის საკმარისი, კომპაქტური, მაღალ კვალიფიცირებული გუნდისათვის. რომლის რაოდენობა მე ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ ადრე უნდა შემცირებულიყო და რაციონალურ დონეზე დასულიყო ის ხარჯები, რაც იმ შენობას გააჩნია, როგორც მარგველაშვილი მას ეძახდა ბოროტების ბუდეს,“-განაცხადა გია ვოლსკიმ. 

დღის ამბები