07 მაისი 2024,   17:01
ვრცლად
ქუთაისში თურქული კომპანიის ოფისი დააყაჩაღეს

ქუთაისში თურქული კომპანიის „ლუქს კარადენის“ ოფისი დააყაჩაღეს. ოფისში, სადაც თურქეთში გასამგზავრებელი ბილეთები იყიდება და ასევე თურქული გზავნილები შემოდის ორი პირი შეიჭრა.

შემთხვევა გუშინ, დაახლოებით 16:00 საათზე მოხდა. თავდამსხმელებმა ოფისიდან 20-მდე გზავნილი წაიღეს და მიიმალნენ.

თურქული კომპანიის ოფისთან დღეს ის ადამიანები იყვნენ შეკრებილი, რომელთაც გუშინ გზავნილები უნდა აეღოთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით საქმე ყაჩაღობის მუხლით არის აღძრული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

დღის ამბები