16 ნოემბერი 2024,   10:46
ვრცლად
ედიშერ გვენეტაძე "გამჭვირვალობის კანონის" მოწინააღმდეგეებზე: არ უნდათ გამხელა, რამდენ ფულს იჯიბავენ ანუ "უტეხავენ" ქვეყანასა და ხალხს, ამიტომაც დარბიან ზემოთ-ქვემოთ, ლომჯარია-გიგაურის მეთაურობით

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისა და "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის მიერ გავრცელებულ ბანერს ეხმაურება, სადაც მდინარაძე წერს, "მოდი ამაზე მყარად შევთანხმდეთ! არა რუსულ კანონს! კი - ევროპას! კი - გამჭვირვალობას!".

გვენეტაძის თქმით, ოპონენტები მესამეზე, ანუ "გამჭვირვალობაზე" "იჭედებიან", რადგან არ უნდათ გამხელა, რამდენ ფულს "იჯიბავენ" .

"მესამეზე იჭედებიან!

რატომ?

იმიტომ რომ, არ უნდათ გამხელა რამდენ ფულს იჯიბავენ ანუ უტეხავენ ქვეყანასა და ხალხს!

ამიტომაც დარბიან ზემოთ-ქვემოთ ლომჯარია-გიგაურის... მეთაურობით, მარტის აბზუნებული კატებივით!" - წერს გვენეტაძე Facebook-ზე.

დღის ამბები