16 ნოემბერი 2024,   10:20
ვრცლად
საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეჩერდეს და გადაიხედოს ქვეყნის სამთავრობო პროგრამებში ევროკავშირის დაფინანსება - 31 ევროპარლამენტარი ჯოზეფ ბორელს წერილობით მიმართავს

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით, დასავლეთიდან კვლავ კრიტიკა ისმის.

31 ევროპარლამენტარი ჯოზეფ ბორელს წერილობით მიმართავს. ევროპარლამენტარების ეს ჯგუფი ბორელს მკაფიო პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს, მათ შორის, ფიქრობენ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეჩერდეს გაწევრიანების პროცესში შემდგომი პროგრესის გარეშე და გადაიხედოს საქართველოს სამთავრობო პროგრამებში ევროკავშირის დაფინანსება.

განცხადება გააკეთა მეთიუ მილერმაც, რომელმაც თქვა, რომ კანონი საქართველოს სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენებს და "ქართული ოცნების" მიერ ინიციირებული პროექტი "ფარას" მსგავსი არ არის.

ოპოზიციას საერთაშორისო კრიტიკა არ უკვირს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ზოგიერთი საერთაშორისო აქტორის პოზიცია გამჭვირვალობის საკითხთან დაკავშირებით, ორმაგი სტანდარტია. საპარლამენტო უმრავლესობაში კანონის მიღების შეჩერებას გამორიცხავენ.

დღის ამბები