21 დეკემბერი 2024,   20:18
ვრცლად
ადამიანები იწამლებოდნენ, რატომ არ დააკავეს რეალიზატორები იმ წამსვე?- სამოქალაქო სექტორს შს მინისტრთან კითხვები აქვს 

არასამთავრობო ორგანიზაციები შინაგან საქმეთა მინისტრისგან 12 მაისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დეტალურ განმარტებებს ითხოვენ.

სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა საზოგადოებას უნდა მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ ჩატარდა 12 მაისს ღამის კლუბებში სპეცოპერაცია იმ ფონზე, როდესაც ნარკორეალიზატორების დაკავება "ბასიანსა" და კაფე "გალერიში" არ მომხდარა.

„ჩვენ ვნახეთ საკონტროლო შესყიდვის კადრები, ეს არის იმ პერიოდში გაკეთებული სამინისტროს მხრიდან, როდესაც ადამიანები იწამლებოდნენ დღემდე უცნობი სუბსტანციით. რატომ არ დააკავეს ეს რეალიზატორები იმ წამსვე, მაშინვე, როდესაც არსებობდა იმის რისკი, რომ კიდევ გარდაცვალებების შემთხვევებთან გვქონოდა ადგილი. ანუ ეს დაუშვა შს სამინისტრომ?,“-განაცხადა მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ წარმომადგენელმა ბექა წიქარიშვილმა.

სამოქალაქო სექტორი მინისტრისგან განმარტებებს ნარკოპოლიტიკის რეფორმირების შესახებაც ელოდება.

„მნიშვნელოვანია ზოგადად რა რეაგირება ექნება სამინისტროს, რომ მომავალში მსგავსი შემთხვევები ჩვენ თავიდან ავიცილოთ,“-აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი გურამ იმნაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები