კანის კინოფესტივალი საღამოს საკუთარ რჩეულებს გამოავლენს. მთავარი ჯილდოს - ოქროს პალმის რტოს, მფლობელ ფილმს 9-კაციანი ჟიური ავსტრალიელი ვარსკვლავის, ქეით ბლანშეტის, ხელმძღვანელობით დაასახელებს.
დახურვის ცერემონიამდე ერთი დღით ადრე კანში ბოლო საკონკურსო ფილმის ”ველური მსხლის ხე” პრემიერა გაიმართა.
სურათი თურქმა რეჟისორმა ნური ჯეილანმა გადაიღო, რომელსაც ოქროს პალმის რტო 2014 წელს აქვს მიღებული.
კრიტიკოსების შეფასებით, წელს კანის კინოფესტივალის მთავარ ფავორიტებად სამხრეთ კორეელი რეჟისორის, ლი ჩან დონისა და ლიბანელი ნადინ ლაბაკის ნამუშევრები მიიჩნევა.