21 დეკემბერი 2024,   20:08
ვრცლად
„მუქარები სხვადასხვა შინაარსისაა, მოიცავს წამებით, მკვლელობით დაშინებას" - ანა სუბელიანი დაკითხვაზე იმყოფება

სამოქალაქო აქტივისტი, ანა სუბელიანი, პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე მივიდა.

თანასწორობის მოძრაობის პროექტის მენეჯერის თქმით, მის მიმართ მუქარის შემცველი ტექსტები სოციალურ ქსელში 12-13 მაისს პარლამენტის წინ საპროტესტო აქციების დროს განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა.

მუქარის შემცველი ტექსტები სოციალურ ქსელში ანა სუბელიანისა და მისი ოჯახის წევრების, მათ შორის არასრულწლოვანი ბავშვის, მიმართ გავრცელდა.

„მუქარები სხვადასხვა შინაარსისაა, მოიცავს წამებით დაშინებას, მკვლელობით დაშინებას და ეს არა მხოლოდ მე მეხება, არამედ ჩემი ოჯახის წევრებსაც, მათ შორის, არასრულწლოვანსაც. მოვითხოვ და მაქვს ამ მიმართულებით გამოძიების და სამართალდამცავების იმედი,“ - განაცხადა ანა სუბელიანმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანა სუბელიანის მიმართ მუქარის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო.

 

დღის ამბები