26 აპრილი 2024,   04:59
ვრცლად
იტალიის პრემიერ-მინისტრი შესაძლოა, ფლორენციის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი, ჯუზეპე კონტე, გახდეს

იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა შესაძლოა, ფლორენციის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორმა, ჯუზეპე კონტემ, დაიკავოს.

ჯუზეპე კონტეს კანდიდატურა ქვეყნის პრეზიდენტს პოპულისტურმა მოძრაობა ხუთმა ვარსკვლავმა და ულტრამემარჯვენე პარტია ლიგამ წარუდგინეს.

დათანხმების შემთხვევაში, ქვეყნის ლიდერი მთავრობის ფორმირებას სწორედ ჯუზეპე კონტეს დაავალებს.

პრემიერობის კანდიდატი 54 წლისაა და პოლიტიკური გამოცდილება არა აქვს.

დღის ამბები