22 დეკემბერი 2024,   08:52
ვრცლად
იმედი გვაქვს, 2021 წელს საქართველო ამ თარიღს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ნამდვილი წევრის სტატუსით შეხვდება - გიორგი კვირიკაშვილი

„დიდი იმედი გვაქვს, რომ 2021 წელს, როდესაც 100 წელი შესრულდება საბჭოთა ოკუპაციის დღიდან, საქართველო შეხვდება ამ თარიღს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ნამდვილი წევრის სტატუსით,“ - ეს განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა პარლამენტში გააკეთა, სადაც მრგვალი მაგიდა გაიხსნა.

საქართველოში სტუმრადმყოფი 7 პრეზიდენტი და სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები საკანონმდელო ორგანოში იმყოფებიან.

„თანამშრომლობა კეთილდღეობისთვის-მომავალი ათწლეულის სტრატეგია“ მრგვალი მაგიდის მონაწილეებს პრემიერმა სიტყვით მიმართა.

„დემოკრატიის კონსოლიდაციის, ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობის, კარგი მმართველობის, გამჭვირვალობისა თუ ეკონომიკური რეფორმების კუთხით საქართველო დღეს ლიდერი გახლავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ოჯახში. ქვეყანა აგრძელებს სვლას საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული მიზნების მისაღწევად, რასაც საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება ჰქვია,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმინისტრმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა.

„ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ, ჩვენ გვაქვს გამოწვევები ყოველდღიურ ცხოვრებაში. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებიდან 10 წლის შემდეგ, ძლიან სამწუხაროდ, რუსეთი კვლავაც არ ასრულებს შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს და ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიისკენ ნაბიჯს დგამს. მიუხედავად პროვოკაციებისა, საქართველო განუხრელად აგრძელებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევი მხარდაჭერით. ჩვენ გვჯერა, რომ მტკიცე პოზიციით და ერთიანი ძალისხმევით, თანმიმდევრული მიდგომით ჩვენ შევძლებთ მშვიდობიანად ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები