06 ოქტომბერი 2024,   08:45
ვრცლად
ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერი ულოცავს

ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ევროპარლამენტის წევრი და ევრონესტის თანათავმჯდომარე, რებეკა ჰარმსი.

"დღეს 100 წელი შესრულდა, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა პირველად გამოაცხადა. მინდა, იცოდეთ, რომ მადლიერი ვარ თქვენი ძლიერი ევროპული ერთგულებისთვის," - წერს რებეკა ჰარმსი ტვიტერის სოციალურ ქსელში.

"მთელი გულით ვულოცავთ მეზობელ და მეგობარ საქართველოს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს," - წერია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებას ავრცელებს სომხეთის საგარეო უწყებაც.

"საუკუნეების განმავლობაში სომხები და ქართველები მხარდამხარ იბრძოდნენ მათი უფლებებისა და თავისუფლებისთვის," - წერია განცხადებაში.

დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს საქართველოს ბრიტანეთის დედოფალიც. ელისაბედ მეორემ მისალოცი წერილი პრეზიდენტ მარგველაშვილს გაუგზავნა.

ბრიტანეთის დედოფალი ხაზს უსვამს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ისტორიულ კავშირებს და ელის, რომ ქვეყნებს შორის მეგობრობა და თანამშრომლობა გაგრძელდება.

დღის ამბები