20 ნოემბერი 2024,   07:23
ვრცლად
დღეს საქართველო ძალიან ახლოს არის ნატო-ში გაწევრიანებასთან - ბათუ ქუთელია

„დღეს, როგორც არასდროს, საქართველო ისე ახლოს არის ნატოსთან გაწევრიანებასთან,“ - ეს განცხადება საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა, ბათუ ქუთელიამ, გააკეთა.

ბათუ ქუთელია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც იმედოვნებს, რომ 2021 წელს საქართველო ამ თარიღს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ნამდვილი წევრის სტატუსით შეხვდება.

ქუთელიამ საქართველოს ნატოსკენ სწრაფვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან ახლოს არის.

„ამის ბევრი მიზეზი არსებობს, მაგრამ ყველაზე მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი არის ის ახალი გეოპოლიტიკური რეალობა, რომელიც მსოფლიოში შეიქმნა, რაზეც ცივილიზებულ სამყაროს აქვს კონსესუსი. ის, რომ რუსეთი არის მთავარი საფრთხე ცივილიზებული სამყაროსთვის დემოკრატიული ფასეულობებისთვის. როგორ მოხდება ეს, ტექნიკურად ძნელი სათქმელია, მაგრამ საქართველო არის ძალიან ახლოს ამ მიზანთან. რაც შეეხება უახლოეს პერიოდში გადასადგმელ ნაბიჯებს, ძალიან ბევრი ფორუმი და შესაძლებლობაა, რომ ამ საკითხმა წინ წაიწიოს ჩვენ პარტნიორების დღის წესრიგში, სამიტიც ამის ნაწილია, თუმცა, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პოლიტიკური დღის წესრიგი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ დამოუკიდებელი პროცესი, რომელზეც ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, ჩვენი შიდა დემოკრატიულობის ხარისხი, საერთაშორისო ურთიერთობების ის კომპონენტი, რომელიც უსაფრთხოების საკითხების უფრო მაღალ დონეზე აწევას მოიცავს. ამის გათვალისწინებით, საქართველო დღეს ძალიან ახლოს არის ნატოში გაწევრიანებასთან,“ - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

 

დღის ამბები