ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სიმღერით ულოცავს.
„ბედნიერები ვართ, რომ აღვნიშნავთ ჩვენი დიდებული მეგობრის - საქართველოს, 100 წლის იუბილეს,“ - წერს საგარეო უწყება და შესაბამის ვიდეოს აქვეყნებს.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყანამ მიმართვები გაავრცელა. 26 მაისის მოსალოცად საქართველოში შვიდი ქვეყნის ლიდერი და დელეგაციები ჩამოვიდნენ.