22 დეკემბერი 2024,   09:13
ვრცლად
პრემიერის განცხადებას, 2021 წელს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მინისტრები ეხმაურებიან

საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები საქართველო პრემიერის განცხადებას ეხმაურებიან. საქართველოს მთავრობის მეთაურმა დღეს იმედი გამოთქვა, რომ 2021 წელს - საბჭოთა ოკუპაციის ასი წლისთავზე, საქართველო ნატოს სრულუფლებიანი წევრის სტატუსით შეხვდება.

კლუბ ანდერვილში რამდენიმე წუთში საზეიმო მიღება დაიწყება, სადაც ყველა სტუმარი, მათ შორის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მივლენ.

საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის, განცხადებით, საქართველომ აჩვენა, რომ მზად არის შემდეგი ნაბიჯების გადასადგმელად.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველომ უკვე ყველას კარგად აჩვენა, თუ რამდენად მზად არის, გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები და ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ჩვენს პარტნიორებთან და გავაგრძელებთ ჩვენს რეფორმებს, რომელიც იმედია, მალე მიგვიყვანს იმ მიზნამდე, რასაც ჰქვია ნატო-ში წევრობა,“ - აცხადებს მიხეილ ჯანელიძე.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი, აცხადებს, რომ საქართველო ალიანსში გასაწევრიანებლად მზად არის.

„საქართველო არის მზად იმისთვის, რომ მან ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე და გახდეს ამ ალიანსის წევრი და ჩვენი ამოცანაა, რომ ეს მოხდეს, რაც შეიძლება, მალე. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ამ რეფორმების კურს, ამ სწრაფვას, რომელიც არის შეურყეველი წლების განმავლობაში და გააჩნია ძალიან დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერა, ექნება ასახვა სწორედ გაწევრიანების სახით,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს, თქმით, საქართველოს პარტნიორები ღიად აფიქსირებენ, რომ ნატო-ს კარები საქართველოსთვის ღიაა.

„საქართველო ყველაფერს აკეთებს ამ მიმართულებით და მე ვფიქრობ, რომ ეს რეალურია,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე აღნიშნავს, რომ პრემიერის განცხადება ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რეალურია.

ამავე თემაზე
დღის ამბები