06 ოქტომბერი 2024,   07:42
ვრცლად
3 წლის განმავლობაში ეკლესიისადმი ნდობის მაჩვენებელი რამდენიმე ათეული პროცენტით დაეცა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რეიტინგი 3 წლის განმავლობაში 20 % -ით დაეცა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით 2015 წელს კითხვაზე მოსწონთ თუ არა მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობა 75 % დადებითი პასუხი გასცა.

ასევე ამავე პერიოდში ეკლესიისადმი ნდობის მაჩვენებელი 80-85 %-ის ფარგლებში იყო.

თეოლოგები ვარაუდობენ, რომ ეკლესიის რეიტინგის დაეცა მისი რეპუტაციის და ნდობის შელახვამ განაპირობა. ეს უკანასკნელი კი საპატრიარქოს შიგნით არსებული დაპირისპირების გარეთ გამოსვლის შედეგია. რასაც დაერთო ე.წ. ციანიდის საქმე და მაღალი სასულიერო იერარქიის წარმომადგენლების სკანდალური საჯარო გამოსვლები. 

დღის ამბები