05 დეკემბერი 2021,   17:54
ვრცლად
ბრალდებულის სკანდალური ჩვენება - დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული ამბობს, რომ "საქმის დალაგებას" მირზა სუბელიანი ცდილობდა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე - 51-ე სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობის საქმეზე მტკიცებულებათა გამოკვლევა ხმაურიანი ჩვენებით დასრულდა. დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლოს დეტალურად უამბო პირველ დეკემბერს განვითარებული მოვლენები. გაიხსენა, როგორ მივიდა სხვა მოზარდებთან ერთად ხორავას ქუჩის 4 ნომერში და რა მოხდა ფარდულში. სასამართლო დაკითხვისას არასრულწლოვანმა ბრალდებულმა არ დამალა, რომ დანა ჰქონდა, თუმცა თქვა, რომ ის თავდაცვის მიზნით გამოიყენა. მან ასევე დაასახელა სხვა მოზარდები, ვისაც დაპირისპირების მომენტში ცივი იარაღი ჰქონდათ. მათ შორის ერთ-ერთი მიხეილ კალანდიაა.

არასრულწლოვანმა ბრალდებულმა სასამართლოში ასევე დეტალურად გაიხსენა დაპირისპირების შემდგომი მოვლენები. მოყვა როგორ წაიყვანეს პეტრიაშვილის ქუჩის სამალავიდან კალანდიების სახლში. ბრალდებულმა დღეს პირველად დაადასტურა, რომ ის პირადად შეხვდა იმ დროს მოქმედ პროკურორ მირზა სუბელიანს.

ბრალდებულის ჩვენებას საქმეში ახლად ჩართული პროკურორი არ ეთანხმება. მარიამ გოგოხიას განცხადებით ბრალდებულმა თავად ივარაუდა, რომ კალანდიას მიერ ნახსენები ბიძა, მირზა სუბელიანი იყო.
 

დღის ამბები