24 ნოემბერი 2024,   17:20
ვრცლად
რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას შემდეგ კვირას რომ საპარალამენტო არჩევნები ტარდებოდეს - IRI-ის კვლევის შედეგები

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ საქართველოში პოლიტიკურ რეიტინგებს აქვეყნებს. მოსახლეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა.

IRI-ის კითხვებს მოსახლეობამ 10-დან 22 აპრილამდე უპასუხა. „კურიერმა“ მონაცემები ცოტა ხნის წინ მოიპოვა.

კითხვაზე თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას შემდეგ კვირას რომ საპარალამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 27% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 17% - „ნაციონალურ მოძრაობას“, 7% - „ევროპულ საქართველოს“, 5% - „ლეიბორისტულ პარტიას," 4% - „პატრიოტთა ალიანსს“, "დემოკრატიულ მოძრაობას" - 3%, "ახალ საქართველოს - 2%, "თავისუფალ საქართველოს" - 1%.

გამოკითხულთა 19% აცხადებს, რომ არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას, 14%-მა კი არ იცის, თუ ვის მისცემდა ხმას მომავალ კვირას არჩევნები რომ ტარდებოდეს. 

 

დღის ამბები