21 დეკემბერი 2024,   20:23
ვრცლად
რუსმა ოკუპანტებმა ხურვალეთიდან კიდევ ერთი ქართველი გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი ქართველი დააკავეს. ამჯერად გატაცებულია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მკვიდრი, თემო დუდაშვილი.

"კურიერის" ინფორმაციით, დუდაშვილი მეზობელ სოფელ წითელუბანში საქონელს მწყემსავდა, რა დროსაც ის დააკავეს.

სავარაუდოდ, თემო დუდაშვილი უკვე ცხინვალის ციხეშია გადაყვანილი. მას საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავება. 

დღის ამბები