07 დეკემბერი 2024,   19:35
ვრცლად
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე - პარლამენტმა დროებით საგამოძიებო კომისია დაამტკიცა

95 მომხრე, ერთი წინააღმდეგი - პარლამენტმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისია დაამტკიცა. კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ გაიმართა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხმის მიცემაში მონაწილეობა არ მიიღო, რადგან პარტიაში კომისიის შექმნას მხარს არ უჭერენ.

ორ საათზე მეტია, საკანონმდებლო ორგანოში რიგგარეშე სხდომა მიმდინარებს.

კენჭისყრამდე დეპუტატებმა საგამოძიებო კომისიის ფორმირების საკითხს განიხილეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები