გორში მომხდარი ქურდობისას მეორადი მაღაზიიდან ნისიების რვეული და მეორადი ტანსაცმელი წაიღეს. მძარცველებმა მაღაზიაში უკანა კარის გავლით, ფანჯრიდან შეაღწიეს. მაღაზიის გამყიდველი და მეპატრონე მოპარული ნივთების შესახებ კომენტარს არ აკეთებენ. დანაშაულის ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ. თვითმხილველის თქმით ქურდობა გვიან ღამით მოხდა.