21 დეკემბერი 2024,   20:17
ვრცლად
პოლიციელის მიერ დაჭრილი ქალის ინტერვიუ "კურიერს" - ელენა ბლაგოდარნაია პერმანენტულ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლაზე საუბრობს

სამოქალაქო სექტორი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებული თანამშრომლის გარდა, იმ პოლიციელების დასჯასაც ითხოვს, რომლებიც წერეთლის გამზირზე მომხდარი მკვლელობის თვითმხილველები არიან. არასამთავრობოების განცხადებით, ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე გამოძახებულმა საპატრულო ეკიპაჟმა არასათანადოდ იმოქმედა.

პოლიციის მოქმედმა თანამშრომელმა, ალექსანდრე ჯინჭველაშვილმა ყოფილი მეგობარი ქალი მცირეწლოვანი ბავშვის თვალწინ მძიმედ დაჭრა, მისი ყოფილი მეუღლე კი მოკლა.

რამდენიმე ოპერაციის შემდეგ ელენა ბლაგოდარნაია ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება. ახალგაზრდა ქალი „კურიერს“ უყვება, რომ ყოფილი პარტნიორის მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა. მან 31 მაისიც გაიხსენა, როდესაც მეგობარმა მამაკაცმა მის საკუთარ ბინაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

მისი თქმით, შეირაღებულ თავდასხმამდე შს სამინისტროს თანამშრომელი ელენა ბლაგოდარნაიას თვეების განმავლობაში ემუქრებოდა და ალექსანდრე ჯინჭველაშვილი მის დასაშინებლად სამსახურებრივ იარაღსაც იყენებდა.

კავშირი „საფარი“ იმ ორი პოლიციელის წინააღმდეგ, რომლებიც ფაქტს შეესწრნენ, გულგრილობის მუხლით გამოძიების დაწყებას ითხოვს. ასევე გეგმავს უჩივლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რადგან ბლაგოდარნაიას მიმართვის შედეგ მხოლოდ ერთთვიანი ორდერი გამოწერა და რისკები სათანადოდ ვერ შეაფასა.

ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ მან ეჭვიანობის ნიადაგზე დაჭრა სამი შვილის დედა.

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები