რვა ერთმანეთისგან განსხვავებულ, ვიზუალურად გამორჩეულ და მსოფლიოში აღიარებულ სპექტაკლს საქართველო თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში უმასპინძლებს.
9-წლიან საფესტივალო ტრადიციას ქართული თეატრალური სამყარო უცვლელად აგრძელებს - მასპინძლობს მსოფლიოში აღიარებულ სპექტაკლებს, უცხოელ და ქართველ მაყურებელს და ვარსკვლავებს.
დედაქალაქში ცნობილ მსახიობს - მიხეილ ბარიშ-ნიკოვს ელოდებიან. ის წლევანდელ საიუბილეო ფესტივალს გახსნის.
საერთაშორისო პროგრამის გარდა გაიმართება ქართული სპექტაკლების ჩვენებაც, მოეწყობა გამოფენები და დისკუსიები.
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი წელს 14 სექტემბერს გაიხსნება.