ხმაური იყო ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე - ახალგაზრდა მამაკაცს აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ.
ეს მაშინ მოხდა, როცა მამაკაცმა ახალგაზრდების სახელით საუბარი დაიწყო და განაცხადა, რომ ახალგაზრდა თაობა ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციას ემიჯნება.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ამ პირს წყალიც შეასხა.
საბოლოოდ, სამართალდამცავებმა მამაკაცი ტერიტორიიდან გაიყვანეს. აქციის ორგანიზატორებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს პროვოკაციებისგან თავის შეკავება სთხოვეს.
რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის გადაკეტილია და აქციის მონაწილეებს სიტყვით შვილმკვდარმა მშობლებმა მიმართეს.
რუსთაველის აქციაზე მისულებს ცოტა ხანში ხორავას ქუჩაძე მოკლული, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძეც მიმართავს.