21 დეკემბერი 2024,   18:58
ვრცლად
პროკურაუტრამ მირზა სუბელიანის და მერაბ მორჩაძის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა

საქართველოს პროკურატურა მერაბ მორჩაძისა და მირზა სუბელიანის მიმართ ბრალის წარდგენაზე განცხადებას ავრცელებს. უწყება განმარტავს, რომ მერაბ მორჩაძეს ბრალად ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმის მიმართ ზემოქმედებას ედება. პროკურატურის ინფორმაციით, მერაბ მორჩაძემ მოწმეს რამდენჯერმე თანხა გადასცა და დაჰპირდა, რომ თუ სასამართლოზე ჩვენებას შეცვლიდა, მას მატერიალურად დაეხმარებოდა.

პროკურატურა მირზა სუბელიანს მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. უწყების ცნობით, მან პირველ დეკემბერს მომხადარი მკვლელობების შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია სამართალდამცავებს არ შეატყობინა.

პროკურატურამ დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

„საქართველოს პროკურატურამ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულ ორ პირს ბრალდება წარუდგინა. მ.მ.-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მიწოდებული ინფორმაციის შეცვლის მიზნით მოწმის მოსყიდვა  ქონებრივი სარგებლის შეთავაზებით), ხოლო მ.ს.-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ მ.მ.-მ ხორავას ქუჩა N4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის თვითმხილველ მოწმეზე მ.კ.-ზე გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაციის შეცვლის მიზნით განახორციელა ზემოქმედება, კერძოდ მ.მ.-მ თვითმხილველ მოწმეს რამდენჯერმე გადასცა ფულადი თანხა და დაპირდა, რომ თუ სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს შეცვლიდა გამოძიებისთვის მიწოდებულ ინფორმაციას და გ.ჯ.-ს არ ამხელდა დანაშაულში, მას მატერიალურად დაეხმარებოდა და მოსალოდნელი გართულებების შემთხვევაში უზრუნველყოფდა მედიისა და საზოგადოების ფართო მასების მხარდაჭერას.

ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 1 დეკემბერს ქ. თბილისში, ხორავას ქუჩა N4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის შემდეგ მ.ს.-სთვის ცნობილი გახდა გ.ჯ.-ს დანაშაულის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.

საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები