21 დეკემბერი 2024,   19:01
ვრცლად
„პოლიციის ფორმით შეიძლება მოხდეს რაიმე პროვოკაცია"-საპატრულო პოლიციის უფროსი

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა  2 პირი  დააკავეს. მათ დაკავებას წინ უძღოდა ინციდენტი ე.წ. ცისფერ გალერეასთან.

აქციის მონაწილეები სცენაზე ერთ-ერთ გამომსვლელს დაუპირისპირდნენ. მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა ის განცხადება, რაც ახალგაზრდა მამაკაცმა ტრიბუნასთან გააკეთა და ის პროვოკაციაში დაადანაშაულეს.

ვითარების განმუხტვა სამართალდამცველებმა სცადეს, რა დროსაც აქციის 2 მონაწილე დააკავეს. მათგან ერთი აქციის მონაწილეა.

„ამ ეტაპზე დაკავებულია ორი პიროვნება. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც სავარაუდოდ იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, შევიდა და აქციის მონაწილეებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მას მოჰყვებოდნენ აქციის მონაწილეები, რომლებიც ასევე აყენებდნენ მას შეურაცხყოფას,“-განაცხადა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ. 

მისივე თქმით ორივე დაკავებული  ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის აიყვანეს.  

მისივე თქმით აქციაზე პოლიციის ფორმაში ჩაცმული პირების მხრიდან იგეგმება პროვოკაციის მოწყობა.  

„პოლიციის ფორმით შეიძლება მოხდეს რაიმე პროვოკაცია და ჩვენს მიერ იქნება მყისიერი რეაგირება ამაზე მოხდენილი და კანონის მთელი სიმკაცრით ეს ადამიანები დასჯილი. ვინ შეცდება რაიმე ფორმით შესაბამისი აღჭურვილობით პროვოკაციის მოწყობას,“-განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.  

დღის ამბები