08 დეკემბერი 2024,   09:24
ვრცლად
„როდესაც უამრავი ადამიანია, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში რჩება, სახელმწიფოს ახალი ენერგია სჭირდება“ - მამუკა მდინარაძე პრემიერის გადადგომაზე 

„როდესაც ქვეყანაში უამრავი ადამიანია, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში რჩება, სახელმწიფოს სჭირდება ახალი ენერგია, ხედვები, რეფორმები“- ეს განცხადება, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „კურიერის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.

მმართველი გუნდის დეპუტატი პრემიერ კვირიკაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას გამოეხმაურა. მდინარაძის განცხადებით, პრემიერის მოვალეობას ვიცე-პრემიერი შეასრულებს. 

მამუკა მდინარაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სფეროში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მაინც სიღარიბეშია, შესაბამისად, მთავრობაში განახლებაა საჭირო. 

„გუშინ თქვენთვის არავის დაუმალავს, იყო გარკვეულ კვლევებზე, ეკონომიკურ პოლიტიკაზე საუბარი, დღესაც შემიძლია, იგივე გავიმეორო.  დღეს პრემიერმა კვირიკაშვილმა ამ საკითხებზე ისაუბრა,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის თქმით, პრემიერი კვირიკაშვილის შემცვლელზე გუნდში იმსჯელებენ. მან არ დაასახელა, კონკრეტულად რომელი მინისტრი შეიცვლება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები